Saturday, December 15, 2012

კუდიანი დღე-ღამენი

    კუდიანი დღე იყო ოთხშაბათი,ამ დღეს კუდიანებს ჰქონდათ ნება სიარულისა,ხთიშვილნიც ნებას აძლევდნენ და ღმერთიც.ხთიდან წელიწადში მარტო ეს დღე ჰქონდათ მიცემული მათ.კუდიან დღს ქალები და ბავშვები მარტონი ვერსად წავიდოდნენ კუდიანების შიშით.ისინი  ვითომც გამოღვიძლავდნენ ადამიანს,როცა შეხვდებოდნენ.გამოღვიზლული ადამიანი ავად ხდებოდა და კვდებოდა.კუდიანები იყვნენ როგორც მამაკაცებიც და დედაკაცებიც.ისინი კატებად გადაიქცეოდნენ,გაძვრეოდნენ სახლიდან,როცა ოჯახის წევრები დაიძინებდნენ და წავიდოდნენ შორს მინდორში,სადაც იმ ღამეს კუდიანები იყრიდნენ თავს(ხევსურეთის წარმოდგენით,აჩხოტის მინდორში,ყაზბეგთან ახლოს.ფშაველები ზოგი იქ ამბოსბს,ზოგი სადღაც იორზე.)მთელ ღამეს იქ იყვნენ,არიგებდნენ,სად რა ვის ავნონ,ვინ წყალში ჩააგდონ,ვინ მოკლან ზვავით და სხვა.ავალებდნენ:შენ ის უნდა გამოღვიძლო და შენ ისაო,თუნდაც იმისი ნათესავი იყოს.
    ერთ კუდიან ქალს თურმე უყვარდა თავისი მაზლი ნათესაურად,რადგან ის ძალიან კარგი იყო.დაავალეს თურმე კუდიანებმა მისი გამოღვიძლვა.თუ არ გამოტეხილიყო,აუცილებლად უნდა შეესრულებინა დავალება.გამოტყდა იმის გულისთვის,რომ მაზლი ვერ გაიმეტა.გამოვიდა და სახალხოდ თქვა :მე კუდიანი ვარ და გავტეხილვარო.თუ გამოტყდებოდა,რომ ის კუდიანია,კუდიანობის უნარს კარგადვდა,ჩვეულებრივ ადამიანად იქცეოდა.
            კუდიანი დედაკაი ძალიან მავნებელი და დაუზოგავია.იშვიათად მოხდება ვინმე რომ დაზოგოს.რომ დაავალონ,შვილსაც გამოღვიძლავს ან სხვა რამით მოკლავს(იტყვიან,თუ ვინმეს შვილები დაეხოცა:კუდიანია შვილები ამოჭამაო.(ძოგი შვილებ და სხვა ოჯახის წერებ ამოწყვეტილი დედაკაცი თვითონაც იტყვის:ყველა დამეხოცა და მე  დავრჩი,ცოცხალი კუდიანი ვარო,ასე რად მომივიდაო.)კუდიანი კაცი კი არ ყოფილა მავნებელი.ის ყოფილა მშვიდი,იმას ვერც ავალებდნენ  კუდიანები ვინმეს გამოღვიზლვას და არც შეასრულებდა.ის ყოველთვის იცავდა თავის გვარს და ნათესობას.თუ ვინმეზე ეჭვი ეპარებოდათ,რომ კუდიანი იყო ძალით გააშიშვლებდნენ და წყალში სვამდნენ:წყალში გამოჩნდებოდა კუდიანი ადამიანის კუდი თითის ოდნავ.ამ შემთხვევაში უნდა გამოტეხილიყო და კუდიანობის უნარს კარგავდა.
    კუდიანი ოთხშაბათი,რომ დაღამდებოდა,ყველა ოჯახის კარზე დაანთებდნენ დიდ ცეცხხლს_ჭიაკოკონას.იცოდნენ თოფების სროლაც კუდიანების დასაშინებლად;ეკლებსაც გაკეთებდნენ საკვამურში,კარის თავებზე,საპურე გოდრებზე,ძროხებთან შესასვლელ კარში,გარეთ დაგროვილ ძროხის ნაკელზე.ერთი სიტყვით სადაც რა სასარგებლო ჰქონდა ოჯახს,ყველგან გაუკეთებდნენ ეკლებს.კუდიანებს ეკალი აშინებდა,ახლოს ვეღარაფერს მიეკარებოდნენ და მადლ-ბარაქას ვეღარ დაუკარგავდნენ.კარისთავზე,რომ ელკალი იყო კუდიანი შიშით სახლში ვეღარ შეძვრებოდა და სხვაგან წავიდოდა.ოჯახში იცოდნენ ბუნაგთ დაბეჭვდა ნახშირით,ძროხების და ცხვრების დაბეჭდვაც.მიიტანდნენ ნახშირს და ყველგან დაყრიდნენ და იტყოდნენ:,,ჯვარი გეწეროსთ წმინდა გიორგისთ წმიდის გიორგის დაწერილი". კუდიან-საღამოს ნახშირს გამოიტანდნენ,ან ცეცხლიან ნაღვერდლებს და სახლის გარშემო გადაშლიდნენ.თუ ვინმეზე ეჭვი ეპარებოდათ_კუდიანიაო,კუდიან-ღამეს ყარაულობდნენ,იგი აუცილებლად შავ კატად გადაიქცეოდა და სადღაც გადაიკარგებოდა,თენებაზე ისევ მოვიდოდა,შეძვრებოდა შინ და ადამიანად იქცეოდა.                                                                                                                                      
წიგნი:ქართული ხალხური დღესასწაულები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში.ავტორი:ალ.ოჩიაური

No comments:

Post a Comment